loader

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ


ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ცესკო-ს წინასწარი შედეგები ცნობილია.
1421 უბნის მიხედვით თბილისში, გლდანისმაჟორიტარულ ოლქში - „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი - 43.98%-ით ლიდერობს; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას ამომრჩეველთა ხმების 42.38% აქვს.

რაც შეეხება სხვა მაჟორიტარულ ოლქებს:

საბურთალოს ოლქში პირველადი მონაცემებით ყველაზე მეტი 46.18% „ქართული ოცნების“ კანდიდატს, დავით სერგეენკოს აქვს. რეიტინგით მეორე ადგილზეა „მოქალაქეების“ალეკო ელისაშვილი 17.75%-ით; ამ ოლქში „ლელოს“ კანდიდატს ბადრი ჯაფარიძეს 13.18%-იანი მხარდაჭერა აქვს.

სამგორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სოზარ სუბარი 46.55%-ით ლიდერობს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს ხმების 38.33% აქვს.

ისნის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატს კახა კახიშვილს, წინასწარი ინფორმაციით, ამომრჩეველთა 49.47%-ის მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს 25.7%. „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატს გიორგი ვაშაძეს კი ხმების 13.52% აქვს.

დიდუბე-ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი 43.28%-ით ლიდერობს. „გირჩის“ კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს 20.86%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო დამოუკიდებელ დეპუტატს ანა დოლიძეს ხმების 20.13% აქვს.

ნაძალადევის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს 44.55% აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს შალვა ნათელაშვილს 25.37%. „ლელოს“ კანდიდატს კი 8.17%.

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ოდიშარია 48.34%-ით ლიდერობს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს შალვა შავგულიძეს 27.02% აქვს.

რაც შეეხება ვაკის მაჟორიტარულ ოლქს, მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს ხმების 42.31% აქვს, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას 34.72%.
ცესკო-ს ინფორმაციით, სულ 3847 საარჩევნო უბნიდან მონაცემები დათვლილია 1421 უბნის მიხედვით.