loader

"60% იყო აბსოლუტურად რეალური შედეგი, თუმცა..." - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"60% იყო აბსოლუტურად რეალური შედეგი, თუმცა..." - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები თვენახევრის წინ რომ ჩატარებულიყო, მმართველი გუნდი 60%-იან შედეგს აიღებდა, ახლა კი, არჩევნების დინამიკაზე გავლენა პანდემიის ფონმა მოახდინა. ამის შესახებ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში სოციალური მდგომარეობა - პანდემიის ფონი გასათვალისწინებელია.

„ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებობს სოციალური მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, ბუნებრივია, არჩევნების დინამიკაზე გავლენას ესეც ახდენდა ანუ ეს ფაქტორებიც იყო. რეალურად, არჩევნები რომ სადღაც თვენახევრის წინ ჩატარებულიყო, 60%-იანი შედეგი აბსოლუტურად რეალური იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.36 %, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - გაერთიანებულ ოპოზიციას” 26.35 % აქვს.