loader

როგორი ეპიდვითარებაა აჭარაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი ეპიდვითარებაა აჭარაში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში 4 293 ადამიანი მკურნალობს, "კოვიდ-სასტუმროში" 2 236 პირია, 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, თვითიზოლაციაში კი 29 876 ადამიანი იმყოფება. დღეის მდგომარეობით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411.

„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის "კოვიდ-სასტუმროში", მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში - 1 419.

სულ 6 ოქტომბრის-1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.