loader

"სასამართლო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები" - ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასამართლო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები" - ნიკა მელია

გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო.

„ის, რომ ივანიშვილი გედავება, ელექტროსამაჯური ხელზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა მისი გადმოსახედიდან უმძიმესი დანაშაული. მინდა დავამშვიდო, რომ მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა და ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადადგამს, არ იქნება გონივრული და ჭკვიანური და საზიანო იქნება მისივე გუნდისთვის.

ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ივანიშვილი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები“, - აღნიშნა მელიამ.