loader

პროკურატურა გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმეზე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, მათ შორის, დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.