loader

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ქალი და მისი 22 წლის შვილი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ქალი და მისი 22 წლის შვილი მოკლეს

მარნეულის სოფელ ახლოლალოში დედა-შვილი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს და მის 22 წლის ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

მოგვიანებით, დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი, 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.

მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.