loader

როგორი ეპიდვითარებაა აჭარაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი ეპიდვითარებაა აჭარაში

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 209 პაციენტიდან 48 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის ექიმის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, 14 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 9 პაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 165 კოვიდ-დადებით პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსი 8 954-მა პირმა დაამარცხა და დადასტურდა 387 ახალი შემთხვევა.