loader

რამდენი განცხადება-საჩივარი შევიდა ამ მომენტისთვის ცესკოში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი განცხადება-საჩივარი შევიდა ამ მომენტისთვის ცესკოში?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიებში 1 561 განცხადება-საჩივარია შესული.

როგორც კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი განცხადების საფუძველზე, რომელი უბნის შედეგები გადაითვლება.

„ჩვენ კონკრეტულ ციფრებზე შეგვიძლია ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც საოლქო-საარჩევნო კომისიებში დასრულდება შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რისთვისაც კანონმდებლობა 2-დღიან ვადას ითვალისწინებს გასაჩივრებისთვის და ასევე 2-დღიან განხილვის ვადას საოლქო-საარჩევნო კომისიებისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი წინასწარი მონაცემებია, რაც შეიძლება საოლქო-საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიცვალოს. ამ ეტაპზე საუბარია 1 561 განცხადება-საჩივარზე და ეს არ არის მხოლოდ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უბნების რაოდენობას, რაც შეიძლება გადაითვალოს, ეს ჩვენთვის უცნობია იქიდან გამომდინარე, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიები მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა და დასძინა, რომ საჩივრების მიღების ვადა უკვე დასრულებულია.