loader

"არჩევნებს დღესაც აყალბებენ" - სერგო ჩიხლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არჩევნებს დღესაც აყალბებენ" - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ისანში, მეხუთე საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 პირი დააკავა.

მისი თქმით, მათ შორის არის "სტრატეგია აღმაშენებლის"აქტივისტი.

საოლქო კომისიასთან აქცია 20:00 საათიდან მიმდინარეობს. აქცია თავდაპირველად "სტრატეგია აღმაშენებლის" და " ლელოს" აქტივისტებმა დაიწყეს, რასაც ოპოზიციის წევრებიც შეუერთდნენ.

მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც პროტესტს გამოხატავენ. აქტივისტები შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვის პროცედურაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ამის გამო ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია.