loader

ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოს შოთის პური მიუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა დოლიძემ საქალაქო სასამართლოს შოთის პური მიუტანა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა.

როგორც დოლიძემ განმარტა, „სამართალი პურს აუცილებლად შეჭამს“.

„მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია კრმინალმაც, რომ საბოლო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ გავასაჩვრეთ საოლქოს ყველა ოქმი და გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერცერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა, მაგრამ ამ ბრძოლას არ მოვეშვებით“, - განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ანა დოლიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული ხარვეზებს შეეხება.