loader

ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, აღჭურვილობაში ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს - კახა საბანაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცრემლსადენი გაზი გამოყენებული არ ყოფილა, აღჭურვილობაში ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს - კახა საბანაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე უარყოფს, რომ ცესკოსთან გამართული აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი დანაყოფის აღჭურვილობაში ე.წ. წიწაკის სპრეია, რომელიც, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იყოს.

„ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ. ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი. სხვაობა დიდია, ესაა აეროზოლი, რომელიც საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოიყენონ“, - განაცხადა საბანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიერ გამართული აქცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის საშუალებით დაშალეს.