loader

პროკურატურა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალდების წარდგენის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალდების წარდგენის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურამ თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს - ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.