loader

პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქტივისტებს დაკავება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქტივისტებს დაკავება დაიწყო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს იმიტომ, რომ მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც მოქალაქეებს სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანის საშუალება არ მისცეს.

"შეშა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ პოლიციელები დააზიანეს, დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც მოქალაქეების, ასევე პოლიციების სიცოცხლეს. არსებობს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ ის ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანების მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, პოლიციას ამ ნივთის შეტანის შეზღუდვის უფლება აქვს. შესაბამისად, მე განვუმარტე მათ რომ გათბობა შეუძლიათ ელექტროსაშუალებების გამოყენებით. მოიტანონ და გათბნენ", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.