loader

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა.

„არ არსებობენ მსოფლიოში იღბლიანები, ვისთვისაც "კოვიდ-19" საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია "კოვიდ -19" და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება“ , - წერს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.