loader

ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენცია გაძარცვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლ ფაშინიანის რეზიდენცია გაძარცვეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მომიტინგეები ერევანში მის ოფიციალურ რეზიდენციაში შეიჭრნენ და გაძარცვეს.

”მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, "სამშობლოსთვის", - თქვა მან.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს.