loader

შემზარავი ფაქტი ხაშურში - 54 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედების ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ფაქტი ხაშურში - 54 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული რ.მ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ხაშურში დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს." - ნათქვამია განცხადებაში.