loader

ყაჩაღობა რუსთავში - "აჭარა ფეის" ფილიალის ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით 35 500 ლარი გასტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობა რუსთავში - "აჭარა ფეის" ფილიალის ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით 35 500 ლარი გასტაცეს

რუსთავში "აჭარა ფეის" ფილიალის ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით 35 500 ლარი გასტაცეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული ნ.თ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი", - აცადებენ შსს-ში.