loader

"არასდროს ასე ახლოს" - რატომ არის საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების დღევანდელი მატჩი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასდროს ასე ახლოს" - რატომ არის საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების დღევანდელი მატჩი ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დღეს, 12 ნოემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ მატჩში გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. აღნიშნულ თამაშს ფეხბურთის ქომაგები დიდი მოლოდინით ელოდებიან, რადგან ასეთი შანსი ეროვნულ ნაკრებს არასდროს ჰქონია. მეტიც, მსგავს ნიშნულამდეც არ მიუღწევია და ფინალის მოგების შემთხვევაში პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.