loader

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ცესკოს მიერ განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.

სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.