loader

3504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი გამოვლინდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3504 ახალი შემთხვევა და 33 გარდაცვლილი - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშო მაჩვენებელი გამოვლინდა

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 76 658-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 58 674-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.