loader

“არ ვაპირებ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას!“- ცეზარ ჩოჩელმა საკუთარი კადიდატურა მოხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ ვაპირებ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას!“- ცეზარ ჩოჩელმა საკუთარი კადიდატურა მოხსნა

ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში, ცეზარ ჩოჩელი მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება, ტყუილს უწოდებს.

“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის.
ესეც არის მორიგი ტყუილი!
მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული - არ ვაპირებ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას!
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს ერთგულებისთვის და მოვუწოდებ, ბოიკოტი გამოუცხადონ გაყალბებულ არჩევნებს!“- წერს ცეზარ ჩოჩელი.