loader

სომხეთის პრეზიდენტი: ყველა ფრონტზე წავაგეთ, საჭიროა პრემიერის გადადგომა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთის პრეზიდენტი: ყველა ფრონტზე წავაგეთ, საჭიროა პრემიერის გადადგომა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ახლა ყველა სომეხისთვის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხი მომენტია ჩვენი ერის ათასწლეულების ისტორიაში. ჩვენ წავაგეთ ომი, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე. ჩვენი ქვეყანა ისეთი აღარ არის, როგორიც 26 სექტემბერს ან თუნდაც 8 ნოემბერს იყო. ბოლო დღეების განმავლობაში ათობით პოლიტიკური კონსულტაცია გავიარე სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალასთან. აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია ერთ საკითხში: საჭიროა პრემიერის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.