loader

კობახიძესთან, მდინარაძესთან ან ნებისმიერ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები კრიზისს ვერ განმუხტავს, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კობახიძესთან, მდინარაძესთან ან ნებისმიერ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები კრიზისს ვერ განმუხტავს, ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ - გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის „ევროპული საქართველო“ მზადაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს.

„მიუხედავად იმისა, რომ კობახიძესთან, მდინარაძესთან, ნებისმიერ ამ პოლიტიკურ „კლოუნთან“ დებატები ამ კრიზისს ვერ განმუხტავს, „ევროპული საქართველო“, ჩვენი გუნდი მთლიანად, ყოველთვის მზად ვართ. რაღაც გამოცდილება დებატების გვაქვს, პარლამენტში ყოფნისას, კარგი გაგებით ვამბობ. ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში, მარტო არ ვართ და ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან გვექნება კონსულტაცია, როგორი იქნება პასუხი ამაზე. მათ ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. მაგრამ, გახსოვთ, ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ამ ხალხმა წინასაარჩევნო პერიოდში დებატებზე, მაშინ, როცა ნორმალურია ამომრჩეველმა გიყუროს, უარი თქვა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.