loader

ოპოზიციური პარტიების მდუმარე აქცია დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოპოზიციური პარტიების მდუმარე აქცია დასრულდა

ოპოზიციური პარტიების მდუმარე აქცია დასრულდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერებით რუსთაველზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს.

პარლამენტთან მხარდამჭერებს მიმართეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, „დღეს იყო მდუმარე, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ხმამაღალი აქცია“.

„ჩვენი მდუმარებით ჩვენ მთელს მსოფლიოს გავაგებინეთ თუ რა მძიმე ვითარებაში იმყოფება ქვეყანა და რა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ივანიშვილმა საქართველო. ყველას დიდი მადლობა ამ ძლიერი პროტესტისთვის, რომელიც ყველამ ერთად გამოვხატეთ. ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში და ასეთი სანახაობრივი აქცია მემგონი თბილისს არ ახსოვს. ბრძოლა გრძელდება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, „დღევანდელი ამოცანა შესრულებულია“.

„ჩვენი დღევანდელი ამოცანა შესრულებულია, ჩვენი მიზანი მიღწულია, შეხვდებით მომავალ აქციებზე,“- განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციამ მდუმარე აქცია გამართა.