loader

ვინ ლიდერობს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში და ვინ განიცადა წარუმატებლობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ლიდერობს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში და ვინ განიცადა წარუმატებლობა?

ნოემბრის თვე კორონავირუსის ვაქცინისთვის წარმატებული აღმოჩნდა. Pfizer-ის დამაიმედებელი პირველადი შედეგის შემდეგ ცნობილი ხდება კიდევ ერთი კომპანიის, Moderna-ს ვაქცინის წარმატებული პირველადი შედეგები, მან თითქმის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. აღნიშნული კომპანია მომდევნო კვირებში ვაქცინის გამოყენების ნებართვის განაცხადის შეტანასაც გეგმავს. ტესტირებაში ჩართულია 30 ათასი ადამიანი. მათგან ნახევარს 4 კვირის ინტერვალით ვაქცინის ორი დოზა ეძლევა, უშუალოდ მისი შენახვა კი 20 გრადუსზეა შესაძლებელი. Moderna-ს გათვლებით, აშშ-ში მომდევნო კვირებში 20 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, მომავალი წლიდან კი დოზას მილიარდამდე გაზრდიან, სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ ნებართვის მიღებასა და ვაქცინის გავრცელებას.

ავტორი: ნინი გოგიშვილი