loader

ინფექციური საავადმყოფო თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფექციური საავადმყოფო თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფო თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
“მდგომარეობა სტაბილურია და უცვლელი.
ისევე როგორც გუშინ საღამოს-ამ საღამოსაც თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს: სხეულის ტემპერატურა 37.7 გრადუსი(დილაობით შედარებით დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება). ყელის და თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ხშირი ხველა. ამ დროისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდისის ცენტრის გენერალური დირექტორი მკურნალობას სახლში განაგრძობს და ჯანმრთელობის გაუარესებისთანავე მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდება.
იგივე მდგომარეობაა თენგიზ ცერცვაძის მეუღლის შემთხვევაშიც. ანა თოფურიას სიმპტომები ყელის ტკივილით და 37.0 გრადუსი ტემპერატურით შემოიფარგლება.
ბატონი თენგიზი ყველა იმ პირს მადლობას უხდის, ვინც დაინტერესებულია მისი გამოჯანმრთელებით და ყურადრებით ეკიდება არსებულ ვითარებას...“- აღნიშნულია განცხადებაში.