loader

პანდემიამ Black Friday-ს წესები შეცვალა - რა უნდა იცოდეთ, თუ "შავ პარასკევს" მაღაზიებში წასვლას გეგმავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანდემიამ Black Friday-ს წესები შეცვალა - რა უნდა იცოდეთ, თუ "შავ პარასკევს" მაღაზიებში წასვლას გეგმავთ

კორონავირუსის პანდემიამ Black Friday-ს წესები შეცვალა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოში. მაგალითად, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „თბილისი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, Black Friday-ს ფასდაკლებები სამი დღე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ფასდაკლებები საშუალოდ 20%-დან 50%-მდე იქნება, მაღაზიები კი დილის ცხრა საათიდან გაიხსნება.

,,პარასკევს, 27 ნოემბერს, დილით, მაღაზიები გაიხსნება ერთი საათით ადრე, 9 საათიდან, რადგან გადაადგილების შეზღუდვის გამო საღამოს ვერ გავახანგრძლივებთ სამუშაო დროს. ობიექტი ისევ 20:00 საათზე დაიხურება.

რაც შეეხება ფასდაკლებებს, შეთავაზებები იქნება ყველა მაღაზიისაგან ინდივიდუალური, 20%-დან 50%-მდე საშუალოდ. იმის გამო, რომ არ იყოს რიგები, ვითვალისწინებთ პანდემიის გამო არსებულ ვითარებას და ფასდაკლებები გაგრძელდება პარასკევს და შაბათ-კვირას, სამი დღის განმავლობაში“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ ,,თბილისი მოლში“.

ანალოგიური პრინციპით იმუშავებენ თუ არა დედაქალაქის სხვა სავაჭრო ცენტრები, ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მოლებში განუცხადეს, ჯერ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და ზუსტად არ იციან, სად რამდენ დღეს გასტანს „შავი პარასკევის“ ფასდაკლებები.


წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"