loader

სომხეთმა აზერბაიჯანისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიების გადაცემის პროცესი დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთმა აზერბაიჯანისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტერიტორიების გადაცემის პროცესი დაიწყო

აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები მთიანი ყარაბაღის აღდამის რაიონში შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღდამის რაიონში შესვლა სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი კადრები დღეს მოგვიანებით გავრცელდება.

შეგახსენებთ, 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, აღდამის რაიონი 20 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს.