loader

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე მაია ოშხარელმა გამოაცხადა.

სასამართლო პროცესისთვის, არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, სოცმუშაკის მიერ წარმოდგენილი ინიდივიდუალური შეფასების დასკვნაც მომზადდა.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვნები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი დამნაშავედ ცნო.

დაკავებულ პირებს - ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ჯგუფურ ძალადობას, ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ, რაც დაზარალებულ გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას მოიცავდა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვანი იყო, ამჟამად კი ყველა მათგანი, ზ.ხ.-ს გარდა, სრულწლოვანია.