loader

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს.

შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება "ემ-ბი-სის" უპირველესი ამოცანაა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 პირია მძევლად აყვანილი.