loader

მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება - მამუკა მდინარაძე

მიდგომა, რომ „ქართული ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება სწორი არ იყოს, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საღამოს გაირკვევა მართალია თუ არა ის, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს.

„ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ბევრ განცხადებას უწოდა აბსურდული, თუმცა შემდეგ მათი განცხადებების შემოწმება ხშირ შემთხვევაში ერთ დღეში გახდა შესაძლებელი. საღამოს უკვე თამამად ვისაუბრებთ. საღამოს გაირკვევა, მართალია თუ არა ჩემი ეს განცხადება, რომ ისინი ხმების, ამომრჩევლების, მათი მხარდამჭერების მობილიზებას მაინც ახდენენ. დიდი დრო არ დასჭირდება ამის გარკვევას.

იგივე ხდებოდა 2016 წელს, სადაც გახსოვთ, რომ გარკვეული შედეგი ოპოზიციის კანდიდატებმა მიიღეს და ეს არჩევნების მეორე ტურის საღამოსვე გახდა ცნობილი, ასევე გახდება დღესაც. თუმცა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ - ის მიდგომა, რომ „ქართულ ოცნება“ მაინც იგებს, შეიძლება არ იყოს სწორი, საჭიროა მაქსიმალური მობილიზება, მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, არ უნდა დავიზაროთ, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს, ასევე შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ საარჩევნო ბიულეტენში ორივე კანდიდატის გვარია შეტანილი, მათიც, ვინც აცხადებს, რომ თითქოს არ იღებენ მონაწილეობას, თუმცა ისინი, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ხმების მობილიზებას ახდენენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით 17 საარჩევნო ოლქში იმართება.