X
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი
22:22 / 21-11-2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 12 საჩივარია დაწერილი. როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, საჩივრების უმრავლესობა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც 100-ზე მეტ დარღვევაზეა საუბარი, როგორც ცესკოს სპიკერი აცხადებს, მხოლოდ ორი საჩივარია სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელისშეშლის შესახებ დაწერილი და ეს ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია.

"ჩვენ გავეცანით საიას ანგარიშს, როგორც სამგორის, ასევე კრწანისის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ, საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებული საჩივრები. საიას აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე აღმოიფხვრა ადგილზე და ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ ხარვეზები ეხება ცალკეულ უბნებს. მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის", - განაცხადა იოსელიანმა.

 

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“გაგვაჩუმა მთელი ოჯახი“ - პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის უხერხული კადრები გაიპარა, გუგა ქაშიბაძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
კიდევ ერთი უხერხული კადრი - კახა კალაძეს პირდაპირ ეთერში ბუზის მოგერიება დასჭირდა
“ქართულ უკრაინული ოჯახიც შედგა“ - გიორგი ბარამიძე დაქორწინდა
“აი ეს ხდება “თერჯოლა მედიში“ - 66 წლის კოვიდდადასტურებულ პაციენტს, რომელსაც სუნთქვა უჭირს, საავადმყოფო კარებს არ უღებს
ანა დოლიძეს პირდაპირ ეთერში უხერხული კადრები გაეპარა- როგორ ლოცულობს კანდიდატი
“რაც ნოდარა მელაძეა ტვ პირველზე, ეთერში სულ ეგ ზის“- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
“მოდიან“ - მოცეკვავე კაცი აქციიდან, რომელიც უკვე ინტერნეტ ვარსკვლავი გახდა