loader

რა მოხდა ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში - პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში - პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა


ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტმა ექთანს ძლიერი მედიკამენტი მოსთხოვა, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი. კოვიდ-სასტუმროდან პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ექთანს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ექთანი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.