loader

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 15,1%-დან 14,9%-მდე შემცირდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ძირითადად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო. კერძოდ, ოქტომბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17,5%-ს, სექტემბერში კი ეს მაჩვენებლი იყო 18,4%.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, მცირედით, 11,2%-დან 11,3%-მდე გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები იურიდიული პირებისთვის გაცემულ სესხებზე.