loader

რომელი პრეპარატი გამოსცადა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე? - "გადაწყვეტილება თავად მიიღო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელი პრეპარატი გამოსცადა თენგიზ ცერცვაძემ საკუთარ თავზე? - "გადაწყვეტილება თავად მიიღო"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი რემდესივირი არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით არის შესაძლებელი.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო პრეპარატ რემდესივირს მალე მიიიღებს.

გამყრელიძის განმარტებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო და ამასთან, მაღალი დონის სპეციალისტია, პრეპარატის სახით რემდესივირის საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.