loader

გაქცეული ქალებისა და ბავშვების დახოცვას ავალებდნენ, მოზარდებს ყელს ჭრიდნენ - ქვეყნდება ავსტრალიის ჯარის სასტიკი ქმედებები ავღანეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაქცეული ქალებისა და ბავშვების დახოცვას ავალებდნენ, მოზარდებს ყელს ჭრიდნენ - ქვეყნდება ავსტრალიის ჯარის სასტიკი ქმედებები ავღანეთში

აშშ-ის მოკავშირემ, ავსტრალიამ, 20 წლის შემდეგ ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების სიკვდილით დასჯის ფაქტები აღიარა. როგორც ირკვევა,  რეპრესიები ორგანიზებული იყო ავსტრალიის სამხედროების მიერ, რომლებიც მონაწილეობას ნატოს ძალების ერთობლივ ოპერაციებში იღებდნენ. აღნიშნულზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, პოლ ბრეტონის მოხსენება გამოქვეყნდა, სადაც საუბარია სპეცრაზმის მიერ განხორციელებულ 39 მკვლელობაზე. პირველი მკვლელობა 2009 წლით თარიღდება. ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი ავსტრალიის სამხედრო ისტორიაში კი 2012 წელს მოხდა. პატრულირების დროს ჯარისკაცებმა ორი 14 წლის ბიჭი გააჩერეს, გაჩხრიკეს და მიუხედავად იმისა, რომ საეჭვო ვერაფერი ნახეს, ორივეს ყელი გამოსჭრეს, გვამები ტომრებში ჩაყარეს და მდინარეში გადაყარეს.

ავტორი: ნინი გოგიშვილი