loader

"ნასვამია კაცი, რას აკეთებ" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნასვამია კაცი, რას აკეთებ" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტს საყვირებით აგრძელებენ.

მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიან აქციას მართავენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონში მძიმე სოციალური ფონია და მთავრობის თავმჯდომარე თავს ვერ ართმევს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან ფიზიკური დაპირიპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.