loader

შსს-ს ინფორმაციით, ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცველებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს ინფორმაციით, ოქრუაშვილის თანაპარტიელი, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცველებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცველებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენონ.