loader

უმძიმესი კადრები ზუგდიდიან, სადაც ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები ზუგდიდიან, სადაც ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჰოსპიტალში ამ დროისთვის შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი დაშავებული იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.