loader

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკების მესამე რაუნდი მიმდინარეობს.

შეხვედრას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, ესწრებიან ფასილიტატორი ელჩები. „ქართული ოცნების" მხრიდან ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრება, რომელმაც განაცხადა, რომ დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა დათმოს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრით არაფერი დასრულდება, ხოლო კომპრომისზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ადრეა. "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის განცხადებით კი, თუ გამოირიცხება პუნქტი, რომელიც ვადამდელ არჩევნებს ეხება, მაშინ ყველა დანარჩენი პუნქტი აზრს დაკარგავს.