loader

"პოლიცია ეძებს თეთრკანიან მამაკაცს" - ვინ იძებნება 18 წლის ქართველი ბიჭის მკვლელობისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიცია ეძებს თეთრკანიან მამაკაცს" - ვინ იძებნება 18 წლის ქართველი ბიჭის მკვლელობისთვის

ნიუ-იორკში, ბრუკ­ლინ­ში 18 წლის ქარ­თვე­ლი ბიჭი მოკ­ლეს. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი nydailynews.com-ი წერს. ჯაბა ადა­მი­ას და­ახ­ლო­ე­ბით კვი­რას, სა­ღა­მოს 5:30 სა­ათ­ზე, E. 21st-ის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს - ამ­ბო­ბენ ად­გილობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

პო­ლი­ცია ეძებს თეთრკა­ნი­ან მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა და მი­ი­მა­ლა. ახალ­გაზ­რდას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და ის პო­ლი­ცი­ამ უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახა, რის შემ­დე­გაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

"მან ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა“, - ამ­ბობს მე­დი­ას­თან გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი. მი­სი­ვე ცნო­ბით, ბიჭი კო­ლე­ჯში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას გეგ­მავ­და.

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ბიჭი წარ­მო­მავ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი იყო, უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე და მისი ვი­დე­ო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ვიდეოს წყარო: newsmakers.ge