loader

რამდენი თავისუფალი საწოლია დარჩენილი ამ მომენტისთვის - ეკატერინე ტიკარაძე დეტალებზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი თავისუფალი საწოლია დარჩენილი ამ მომენტისთვის - ეკატერინე ტიკარაძე დეტალებზე საუბრობს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 446 თავისუფალი საწოლია.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, ჰოსპიტალში 6600 პაციენტი იმყოფება.

„გარდა ამისა, დღეს დილის 9:00 საათის მონაცემებით, 112-ში დაფიქსირებულია 102 ზარი, საიდანაც კოვიდ ჩივილის, ანუ დადასტურებული კოვიდით ან სუნთქვის გაძნელებით დარეკა შესაბამისად, 46-მა და 17-მა პაციენტმა. ისინი არიან ძირითადად თბილისში. ამ ეტაპზე, მათთან ბრიგადები მიდიან იმისთვის, რომ დადგინდეს, ესაჭიროებათ მათ ჰოსპიტალიზაცია თუ სხვაგან მათ შორის, სასტუმროებში გადაყვანა", - განაცხადა ტიკარაძემ.