loader

"გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ..." - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ..." - ამირან გამყრელიძე

თუ ჩვენ, 95% ვატარებთ შინ და გარეთ მუდმივად პირბადეს, გაძლევთ პირობას, რომ ორ -სამ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა განახევრდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაწესებულ შეზღუდვებს უკვე აქვს ეფექტი იმ თვალსაზრისით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ტესტირების გაფართოებისა, დასტაბილურდა.