loader

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული "შავი პარასკევის" ეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით - ჯანდაცვის მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული "შავი პარასკევის" ეფექტი, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით - ჯანდაცვის მინისტრი

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება 24 დეკემბრიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გადახედვა, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამან შესაძლოა მობილობა გამოწვიოს და ე.წ. შავი პარასკევის შედეგები დადგეს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრიდან.