loader

ცნობილია, ვინ გახდა წლის ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ვინ გახდა წლის ადამიანი

გამომცემლობა Time-მა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი 2020 წლის ადამიანებად დაასახელა.
მათი ამბავი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება, როდესაც 7 ნოემბერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დაამარცხეს, რის გამოც ტრამპი იმ მცირერიცხოვან პრეზიდენტთა სიაში მოხვდა, რომლებიც მხოლოდ ერთი ვადით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჰარისი სწორედ ამ დღეს ქვეყნის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

”ამერიკული ამბის შესაცვლელად და იმის საჩვენებლად, რომ ამ პანდემიით მოცულ, მწუხარე სამყაროში თანაგრძნობის ძალები უფრო მეტია, ვიდრე განრისხებისა და დანაწევრების, TIME-ის 2020 წლის ადამიანები, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი გახდნენ." - წერს Time-ის მთავარი რედაქტორი ედუარდ ფელსენტალში.
Zoom-ის გენერალური დირექტორი ერიკ იუანი წლის ბიზნესმენად დასახელდა. ვიდეოჩათის სერვისმა პოპულარობა ჯანმრთელობის კრიზისის ფონზე მოიპოვა, რადგან ხალხი 
იძულებულია სახლიდან იმუშაოს და ისწავლოს.

ავტორი: ნინი გაბისონია