loader

რუსული ზავი დაირღვა, სომხეთი და აზერბაიჯანი ღია შეტაკებებზე გადადიან - რა ხდება ყარაბაღში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული ზავი დაირღვა, სომხეთი და აზერბაიჯანი ღია შეტაკებებზე გადადიან - რა ხდება ყარაბაღში?

მიუხედავად 10 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც ყარაბაღში ომი შეწყდა, ვითარება კვლავ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონში შეტაკებების შედეგად 4 ჯარისკაცი მოკლეს. უცნობია დაპირისპირების ადგილმდებარეობა, დაპირისპირება მოხდა თუ არა ჰადრუთში. საპასუხოდ, სომხეთმა აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ - ჰადრუთთან ეთნიკური სომხური ძალების პოზიციებზე თავდასხმაში. ასევე, მათივე თქმით, აღნიშნული შეტაკების შედეგად სომხეთის 6 ჯარისკაცი დაიჭრა. 

ავტორი: ნინი გოგიშვილი