loader

"ბიძინამ აგვაყვავა... კბილი არ გაქვთ პენსიონერ ქალბატონს" - დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიძინამ აგვაყვავა... კბილი არ გაქვთ პენსიონერ ქალბატონს" - დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან, სადაც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს.

„ურნები მათი სიმბოლოა, რადგან ეს დეპუტატები სანაგვეზე არიან გასაშვები. მათ გააყალბეს არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით ამას", - აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე.

აქციის მონაწილეებმა სტიკერები „ხმების ქურდები", აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გააკრეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.