loader

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა პრინციპით: „ყველა ყველაზე“, ტყვეები გაცვალეს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ მთიან ყარაბაღში რუსული მხარის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა რუსტამ მურადოვმა განაცხადა.

მურადოვის თქმით, ტყვეების გაცვლა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 9 ნოემბრის განცხადების შესაბამისად განხორციელდა. აზერბაიჯანულ მხარეს 12, ხოლო სომხურ მხარეს 44 ადამიანი გადაეცა.