loader

არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, შეხვედრას ელჩების მხრიდან - აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როდის ჩაინიშნება დიალოგის მომდევნო რაუნდი, უცნობია.