loader

ათასობით ოჯახს ბინები და სახლები, რომლებიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში - არჩილ თალაკვაძე კალაძის კრიტიკას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათასობით ოჯახს ბინები და სახლები, რომლებიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში - არჩილ თალაკვაძე კალაძის კრიტიკას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კახა კალაძის კრიტიკას ეხმაურება, რომელიც გუშინდელი უკანონო შენობების დემონტაჟში მოსახლეობის ნაწილმა გააკრიტიკა. თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ისეთი ადამიანებისგან მოვისმინე თბილისის მერის კახა კალაძის კრიტიკა, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ობიექტურობის, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ვერდიქტზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში კი რადიკალურად განწყობილ, პარტიულ პროდიუსერებთან ერთად, დიდი მონდომებით შეუწყვეს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას და მერზე შეტევას მაშინ, როცა მშვენივრად იცოდნენ კახა კალაძის მიერ აღდგენილ პროექტებზე (“ოლიმპიური ვარსკვლავი” 500 ოჯახი; “სვეტი” 2500 ოჯახი), რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული, ხოლო მესაკუთრეები ბინების გარეშე უიმედოდ იყვნენ დარჩენილი. მშვენივრად იცოდნენ თბილისის მერის საქველმოქმედო ფონდის შესახებ, რომლითაც ათასობით სწორედ ისეთ შეჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ვის სურათსაც გუშინ, არგუმენტად იშველიებდნენ. მშვენივრად იცოდნენ, რომ ქალაქის ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბოლოოდ დაასამარებს თბილისის პერსპექტივას და ისიც მშვენივრად იცოდნენ, რომ ათასობით ოჯახს, ბინები და სახლები, რომელიც წლების განმავლობაში სადავო იყო, სამართლიანად სწორედ კახა კალაძემ გაუფორმა საკუთრებაში."